მთავარიახალი ამბებისლაიდი

გია ცეცაძე ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი აღარ არის

გია ცეცაძე ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი აღარ არის

ქუთაისის „ტორპედომ“ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გია ცეცაძის განცხადება დააკმაყოფილა, – ამის შესახებ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბმა 4 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას არ ჩქარობდა.

 

კომენტარები