მთავარიახალი ამბებიიმერეთი

გიორგი ვაშაძე – გამარჯვებისთანავე საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში

გიორგი ვაშაძე – გამარჯვებისთანავე საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამარჯვებისთანავე ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი გახდება.

“გამარჯვებისთანავე ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი და საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში. ქუთაისი იქნება მთელი რეგიონის მთავარი საჰაერო ჰაბი, არა მხოლოდ მგზავრების, არამედ სატვირთო გადაზიდვებისთვის და ამას თქვენთან ერთად გავაკეთებთ, აუცილებლად. ქუთაისს ექნება სწრაფი მატარებელი, რითაც დაუკავშირდება თბილისს, ბათუმს და არა მხოლოდ, გავა რეგიონის მასშტაბით. ქუთაისი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი, რომ ახალგაზრდები აქ დასაქმდნენ და საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ. ქუთაისს ექნება თანამედროვე დიდი საწარმოო ინდუსტრიული პარკი. იქ იქნება ქარხნები, საწარმოები და დასაქმდება ხალხი. ჩვენ განვახორციელებთ ძველი, ისტორიული ქუთაისის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს. დაბოლოს, იმერეთის ყველა ქალაქი შეიძენს თავის ფუნქციას.

მხოლოდ ბოლო წლებში 10 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა ქუთაისი. ერთ დროს დიდი ქალაქი, ფაქტობრივად ფუნქციის გარეშეა დატოვებული. ხელისუფლებამ ქუთაისს ყველა საარსებო წყარო წაართვა. სად არის დღეს ხელისუფლება? სად არის ღარიბაშვილი? რამდენჯერ მოატყუეთ ქუთაისი? სად არის კალაძე, რომელიც 2016 წელს არჩევნების წინ დაპირებებს იძლეოდა, რომ აქ ელექტრომანქანების ქარხანა აშენდებოდა. სამწუხაროდ, ძროხები დადიან იმ ადგილზე, სადაც ელექტრომანქანების ქარხანას დაჰპირდა. სად არის აშენებული და განვითარებული ქუთაისი? ყველა დაპირება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან, “გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები