მთავარიახალი ამბებიქუთაისი

გოგი წულაია – უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ მას სჭირდება მეტი სამხედრო დახმარება

გოგი წულაია – უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ მას სჭირდება მეტი სამხედრო დახმარება

სტრასბურგში, კათედრალთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციას ქართველი პოლიტიკოსი გოგი წულაია შეუერთდა.

წულაიას თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში აუცილებლად გაიმარჯვებას, მაგრამ მას სჭირდება მეტი შეიარაღება, რომ აგრესორი მალე დამარცხდეს.

“ვითხოვთ უკრაინის მეტ მხარდაჭერას, ვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დაემხრონ უკრაინას საჭირო შეიარაღებით, რომელიც მას გაამარჯვებინებს, ერი მზადაა, გამარჯვებისთვის, მსხვერპლისთვის, ერი იბრძვის ბოლომდე, გამარჯვება მათ მხარესაა, ადრე აღმოუჩენენ სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას, ადრე დაისვენებს მსოფლიო ამ უბედურებისგან, გაუჭიანურებენ – ცოტა გაიჭიმება ომი, მაგრამ გამარჯვება უკრაინისაა”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

კომენტარები