მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაამონტაჟეთ შუქნიშნები, ქუთაისი ავარიების გამო ხალხის სასაკლაოდ იქცა”

“დაამონტაჟეთ შუქნიშნები, ქუთაისი ავარიების გამო ხალხის სასაკლაოდ იქცა”

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.

მოსახლეობა  მიზეზებად  სწრაფი სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს, ასევე  შუქნიშნების ნაკლებობას და  სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების, ე.წ. მწოლიარე პოლიციელების ნაკლებობას ასახელებენ.

ადგილობრივების თქმით, ასევე კამერების უმრავლესობა, რომელიც საავტომობილო გზაზეა დამონტაჟებული, არ მუშაობს, შესაბამისად მძღოლებს დაჯარიმების შიშიც აღარ აქვთ.

“ქუთაისის ქუჩები იქცა სასაკლაოდ. დღე არ გავა ავარია რომ არ მოხდეს, რომელიც ან ადამიანის  გარდაცვალებით, ან უკეთესს შემთხვევაში დაშავებით არ დასრულდეს. დაამატონ ქალაქში შუქნიშნები და  სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები”, – აცხადებს ადგილობრივი ნუკრი მანაგაძე.

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე გუშინ ღამით ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები