მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს

დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს

დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა. “ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს.

საკითხი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გავა.

დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელა, რისი საფუძველი სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა, თუმცა უმრავლესობამ დადგენილება “ჩააგდო” და სერგეენკოს მანდატი შეუნარჩუნა.

კომენტარები