მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დავლეწეთ მანქანები, სასწრაფო ჩვენამდე შეფერხებით მოდის, სახანძროსაც უჭირს” – თერჯოლის სოფელ ღვანკითში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“დავლეწეთ მანქანები, სასწრაფო ჩვენამდე შეფერხებით მოდის, სახანძროსაც უჭირს” – თერჯოლის სოფელ ღვანკითში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, სოფლის ნაწილში გზა მოუწესრიგებელია.

“საშინელი გზებია, ნაწილში გზა დააგეს, მაგრამ მეორე ნაწილი უპატრონოდ არის მიტოვებული. 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს გზა. ათობით ოჯახს გადაადგილება უმძიმეს პირობებში გვიხდება. დავლეწეთ მანქანები, სასწრაფო ჩვენამდე შეფერხებით მოდის, სახანძროსაც უჭირს”, – აცხადებს დავით გავაშელაშვილი.

კომენტარები