მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“დავტოვოთ საკრებულოს სხდომა და “ქართული ოცნება” საკუთარ თავთან მარტო დავტოვოთ”

“დავტოვოთ საკრებულოს სხდომა და “ქართული ოცნება” საკუთარ თავთან მარტო დავტოვოთ”

ქუთაისის საკრებულო ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტს განიხილავს. მომდევნო წლის ბიუჯეტი 115 500 000 ლარზე მეტი იქნება.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას ქუთაისის მერი არ ესწრება.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი კილაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტი ხალხის ნაცვლად თანამდებობის პირების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, რის გამოც ოპოზიციას მოუწოდა, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ და “ქართული ოცნება” მარტო დაეტოვებინათ.

“ნამდვილი ოპოზიცია ვინც ვართ, დავტოვოთ საკრებულოს სხდომა და “ქართული ოცნება” საკუთარ თავთან მარტო დავტოვოთ”, – განაცხადა კილაძემ.

კილაძის ამ ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობა” არ შეუერთდა და ის სხდომას ესწრება.

კომენტარები