მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ნოდარ ჩაჩანიძე

“დაიბადა იმერეთში” – ნოდარ ჩაჩანიძე

ნოდარ ჩაჩანიძე – ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე.

ნოდარ ჩაჩანიძე დაიბადა ჭიათურაში, 1929 წლის 27 ოქტომბერს. 1954 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1955-1957 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1957 წლიდან კი ა. წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები. მათ შორის გამოირჩევა: საბა (გ. ხუხაშვილის “ცხოვრება კაცისა“), ხარიტონი (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კირილე, ოტია ქამუშაძე (დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი“, “ქამუშაძის გაჭირვება“), ჟამთაბერი (გ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), გოროდნიჩი (გოგოლის „რევიზორი“), ნოდარი (ა. ბელიაშვილის „შვიდკაცა“), გიორგი (რ. თაბუკაშვილის “რაიკომის მდივანი“) და სხვა.

გადაღებულია ფილმებში: “სამანიშვილის დედინაცვალი“ (კირილე), “ბათა ქექია“ (ბათა) და სხვა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 ოქტომბრის №572 ბრძანებულებით, თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნოდარ ჩაჩანიძე ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

ნოდარ ჩაჩანიძე გარდაიცვალა 1998 წელს, 68 წლის ასაკში. 2000 წლის 27 ოქტომბერს, მისი დაბადების დღეს, ჭიათურის თეატრის წინ, სკვერში, მსახიობის თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ბიუსტი დაიდგა მისი სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად.

კომენტარები