მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა”, – სამტრედიელი მომღერალი სახლში გარდაცვლილი ნახეს

“დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა”, – სამტრედიელი მომღერალი სახლში გარდაცვლილი ნახეს

მომღერალი ლევან კაშმაძე გარდაცვლილი ნახეს. ტრაგედია სამტრედიაში მოხდა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

“გლოვობს ჩემი სამტრედია, კულაში გარდაიცვალა მომღერალი, ლევან კაშმაძე. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა… ენით აუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო.

მოიხსენიეთ ახლად შესვენებული ლევანი… კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…“ – წერს სიხარულიძე.

კომენტარები