მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დამაკავეს სრულიად გაუგებარი მიზეზით” – მიხეილ მუმლაძის სასამართლო პროცესი 13 მაისამდე გადაიდო

“დამაკავეს სრულიად გაუგებარი მიზეზით” – მიხეილ მუმლაძის სასამართლო პროცესი 13 მაისამდე გადაიდო

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი მიხეილ მუმლაძე, რომელსაც ოჯახის წევრები და მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ქუთაისის სასამართლოში გადაიყვანეს.

პროცესზე სამართალდაცველებმა განაცხადეს, რომ მიხეილ მუმლაძე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და იგინებოდა.

ადვოკატებმა პოლიციელებს ჩანაწერები მოსთხოვეს, რისი ვერწარმოდგენის შემდეგ კი მოსამართლემ მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისკენ მოუწოდა და პროცესი 13 მაისამდე გადადო.

გათავისუფლების შემდეგ მიხეილ მუმლაძემ განაცხადა, რომ მას საკონსტიტუციო განხილვაზე ნამდვილად სურდა დასწრება, უარის მიღების შემდეგ კი უკან გამობრუნდა, რა დროსაც მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და მანქანაში ჩასვეს.

“დამაკავეს სრულიად გაუგებარი მიზეზით, ასეთი რაღაცები მხოლოდ მოსკოვში, წითელ მოედანზე მინახავს, პლაკატი და ფურცელის კი არ მქონდა, რომ ვინმე რამე კითხვა გასჩენოდა”, – აცხადებს მუმლაძე.

კომენტარები