მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დარკვეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

დარკვეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

დარკვეთი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ზოდის ადმინისტრაციული ერთეული). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ჯრუჭულას (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 580 მეტრი, ჭიათურიდან 8 კილომეტრი, ქუთაისიდან – 76 კმ., თბილისიდან – 181 კმ.

სოფლის მახლობლად არის დარკვეთის, სამგლეკლდის, ორმოების (კოჟების), სამელეკლდის, ძუძუანას მღვიმეები.

სოფელს პირველად იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი (XVIII ს.). სოფელში არის საჯარო სკოლა, გადის საჩხერე – ზესტაფონის საავტომობილო გზა.

სოფელ დარკვეთში ეხი გაითხარა 1968-1972 წლებში. გამოვლინდა 5 სხვადასხვა ფენა, რომლებშიც ნაპოვნია კაჟის, რიყის ქვისა და ბაზალტის შრომისა და ბრძოლის იარაღები, სამკაული, ძვლის ნაწარმი, კერამიკა, ჭურჭელი.

სოფელში არის X–XI საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა გიორგის ეკლესია.

თავდაპირველად იგი ერთნავიანი ყოფილა, შემდეგ გარს შემოსავლელი მიუშენებიათ. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

კომენტარები