მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს”

“დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეები პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად, სამტრედიაში მოსახლეობას შეხვდნენ.

“არავის არ აინტერესებს მათ შორის არც თქვენი საპენსიო სესხი, რომლითაც გძარცვავთ ბიძინა ივანიშვილი. არავის არ აინტერესებს თქვენი შვილების გამოკვება და ჩვენ ვამბობთ, რომ 600 ათას ბავშვს სკოლებში უნდა ჰქონდეთ უფასო კვება, ჩვენ ვამბობთ, რომ 400 ათას პენსიონერს უნდა ჩამოეწეროს საპენსიო სესხები. ჩვენ ვამბობთ, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბიტკოინებით რომ მილიარდები იშოვა, ეს მილიარდები უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ტარიფიც უნდა დაბრუნდეს იმ ნიშნულზე, სანამ ბიძინა ბიძინა ივანიშვილი დაიწყებდა ძარცვას, მანამ რომ იყო.

ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვების პლატფორმა, ამისთვის გვჭირდება ერთობა, ამისთვის გვჭირდება “სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობა, ამისთვის გვჭირდება სუპერ ენერგიული გიორგი ვაშაძე, ამისთვის გვჭირდება ყველა პროდასავლელი ლიდერი, ვისაც შეუძლია ერთი აგურის დადება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ ჩვენ წავალთ ყველგან, მოვალთ ყველა მუნიციპალიტეტში, გავესაუბრებით ყველა მოქალაქეს და დავარწმუნებთ, რომ გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის ხელში, გამარჯვება არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, გამარჯვება არის თქვენს ხელში და მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა  ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები