მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“ევროკავშირი, ნატო და აშშ აცხადებენ, რომ “ოცნება” საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი – იცავს”

“ევროკავშირი, ნატო და აშშ აცხადებენ, რომ “ოცნება” საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი – იცავს”

ევროკავშირი, ნატო და აშშ აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი კი იცავს ამ ნაბიჯს, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენას.

“ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და  მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს “ქართული ოცნების” ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა”, – წერს ჯანელიძე.

“ქართული ოცნების” ყოფილი მინისტრი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის წარდგენას ერთი წლის წინაც გამოეხმაურა და განაცხადა, “ცალსახაა, რომ “ქართული ოცნება” ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს”.

კომენტარები