მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ევროკომისია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს, მხარს უჭერს მოლდოვას, მაგრამ ნაკლებად დარწმუნებულია საქართველოსთან დაკავშირებით”

“ევროკომისია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს, მხარს უჭერს მოლდოვას, მაგრამ ნაკლებად დარწმუნებულია საქართველოსთან დაკავშირებით”

Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლებიც ამ საკითხზე დისკუსიებს გაეცნენ.

მათ თქვეს, რომ ყველამ კარგად იცის, რა მსხვერპლი გაიღეს უკრაინელებმა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით და ნათლად ესმით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ძლიერი გზავნილის აუცილებლობა, რომ მან დაკარგა უკრაინის სავარაუდო გავლენის სფეროში დაბრუნების ყოველგვარი შანსი.

“ევროკომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, სადაც ხალხი დახვრიტეს იმის გამო, რომ ისინი ქუჩებში ევროკავშირის დროშებით იყვნენ. ახლა მათ არ შეგვიძლია ვუთხრათ: „ბოდიში ბიჭებო, თქვენ არასწორად აფრიალეთ დროშები”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

უკრაინის კანდიდატ ქვეყნად აღიარება საბოლოო ჯამში მოითხოვს ევროკავშირის საბჭოში 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის ერთსულოვან თანხმობას, რომლებმაც შესაძლოა, ეს საკითხი განიხილონ მომავალ კვირას ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, თუმცა სულ მცირე სამი ქვეყანა მაინც ეწინააღმდეგება უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ამავდროულად, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ევროკომისია ფართოდ უჭერს მხარს მოლდოვას, რომელსაც ახლა ჰყავს მყარი პროევროპული მთავრობა, მაგრამ ნაკლებად თავდაჯერებულია საქართველოზე, რომელიც ბოლო წლებში განიცდის ფართო პოლიტიკურ მღელვარებას და თვალსაჩინო დემოკრატიულ უკანდახევას.

კომენტარები