მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ევროპული ფასეულობების ლანძღვას, ჯობია, თეატრის შენობას მიხედოთ და ეს სიმახინჯე ჩამოხსნათ”

“ევროპული ფასეულობების ლანძღვას, ჯობია, თეატრის შენობას მიხედოთ და ეს სიმახინჯე ჩამოხსნათ”

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, ფანჯრის ჩამსხვრეულ მინაზე ხისგან დამზადებული დაფისებური ფორმის მასალა გააკრეს.

ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება და თეატრის დირექტორს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

“ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორს სულხან გოგოლაშვილს მინდა, მოვუწოდო ევროპული ფასეულობების ლანძღვას და დაწუნებას, ჯობია, თეატრის შენობას მიხედოთ და ეს სიმახინჯე ჩამოხსნათ ფასადიდან. ცნობისთვის, თითქმის 2 კვირაზე მეტია, ფანჯარა არის დაზიანებული თეატრში და მინის ჩასმის მაგივრად რაღაც ფანერა ააფარეს დაზიანებულ ადგილზე”, – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს წევრი თედო მესხი.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი პერიოდულად სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და ყოფილ ხელისუფლებას თეატრის უხარისხოდ ჩატარებულ რეაბილიტაციას ედავება. ასევე ის ანტიდასავლური და ანტიევროპული განცხადებებით გამოირჩევა.

კომენტარები