მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა

ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა

ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა.

2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. რის შემდეგაც ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ გადავიდა, სამედიცინო მიმართულებით. ტიკარაძე ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს ხელმძღვანელობდა.

მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო, 2008-2013 წლებში, კი შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.

ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 2021 წლის ბოლოს დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება იყო.

კომენტარები