მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ერთმანეთის საქმეში ნუ ჩავერევით” – სალომე ჩინჩალაძე ვერ აკონკრეტებს, რატომ ვერ ახერხებენ კომუნიკაციას პრესსამსახურები მედიასთან

“ერთმანეთის საქმეში ნუ ჩავერევით” – სალომე ჩინჩალაძე ვერ აკონკრეტებს, რატომ ვერ ახერხებენ კომუნიკაციას პრესსამსახურები მედიასთან

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური სალომე ჩინჩალაძე ვერ აკონკრეტებს, რატომ ვერ ახერხებენ კომუნიკაციის დამყარებას რეგიონის საჯარო უწყებების პრესსამსახურები მედიასთან.

რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები ღიად აფიქსირებენ, რომ პრესსამსახურები მათზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებენ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა, შეიცვლება თუ არა რეგიონში მოქმედი საჯარო სამსახურების პრესსამსახურების მიერ არჩეული პოლიტიკა, რაზეც სალომე ჩინჩალაძემ განაცხადა – “ერთმანეთის საქმეში ნუ ჩავერევით”.

საზოგადოებასთან ურთიერთობის და პიარის განყოფილების წარმომადგენლები კანონით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულების ნაცვლად მხოლოდ სამთავრობო მედიასთან ურთიერთობენ.

საჯარო მოხელე პრესსამსახურებს ავიწყდებათ, რომ ხელფასს ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადების გადამხდელი თითოეული ადამიანიდან იღებენ და ვალდებულები არიან, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელთან მჭიდრო და საქმიანი კომუნიკაცია ჰქონდეთ, სანაცვლოდ კი იმერეთში დასაქმებული პრესსამსახურების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათი საქმე მხოლოდ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებთან კომუნიკაციაა.

კომენტარები