მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ეს ნამდვილად სირცხვილია, თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის”

“ეს ნამდვილად სირცხვილია, თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის”

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

“მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.

მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე… თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ოცნების” დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს – თეონა აქუბარდიას და ანა წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია.

კომენტარები