მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ექიმი, რომელიც ზესტაფონში დაჭრილი ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, ოპერაციის დროს გარდაიცვალა

ექიმი, რომელიც ზესტაფონში დაჭრილი ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, ოპერაციის დროს გარდაიცვალა

ქირურგი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მეზობლის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

“ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე. ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.

ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელვაკეში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა სანადირო თოფით დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები