მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეძებენ მამას და მის სამ შვილს” – ბაღდათში სამაშველო ღონისძიება გრძელდება

“ეძებენ მამას და მის სამ შვილს” – ბაღდათში სამაშველო ღონისძიება გრძელდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

ღამით ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ახლობლების თქმით, ეძებენ მამას და მის სამ შვილს.

“წუხელ ერთი ადამიანი ამოიყვანს, ჩემ აქ არ ყოფნაში, ცოცხალი. დანარჩენების ძებნა მიდის. არასრულწლოვნები არიან, ერთი მამა და სამი ბავშვი,15-16 წლამდე”, – აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები