მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვახო სანაია – სამტრედიაში ჯართს ვაგროვებდი, რომ “კოკა-კოლა” მეყიდა

ვახო სანაია – სამტრედიაში ჯართს ვაგროვებდი, რომ “კოკა-კოლა” მეყიდა

ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ გადაცემა “მთავარ ჭკვიანში” სტუმრობისას ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ სამტრედიაში ჯართს აგროვებდა, რომ “კოკა-კოლა” ეყიდა.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ უშუქო იმერეთში, აკუმულატორზე დაერთებული ტელევიზორით უყურებდა კახი კალაძის საფეხბურთო მატჩებს, რომელიც მაშინ კიევის „დინამოში“ თამაშობდა.

“ბავშვობაში, როცა აფხაზეთიდან წამოვედით, იმერეთში ჯართს ვაგროვებდი, რომ “კოკა-კოლა” მეყიდა. სამტრედიაში გვყავდა სანაცნობო და იქ გადავწყვიტეთ ცხოვრება. 90-იანი წლების ბოლოს მანქანის 12-ვოლტიან აკუმულატორებზე ვაერთებდით პატარა ტელევიზორს და კალაძის თამაშებს ვუყურებდი”,- აცხადებს ვახო სანაია.

კომენტარები