მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ვახტანგ გომელაური – პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, კულტურულად მივაბრძანებთ,

ვახტანგ გომელაური – პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, კულტურულად მივაბრძანებთ,

აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ, – ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე დასმულ კითხვას.

“ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. რაც გვევალება, იმას შევასრულებთ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად. კულტურულად მივაბრძანებთ, თუ დასაკავებელი იქნება. ჩვენთვის ახალი არ იქნება ცხელი შემოდგომები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“, – განაცხადა გუშინ ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები