მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ველოდებით სამაშველოს და წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას”

“ველოდებით სამაშველოს და წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას”

რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არიან ბავშვები.

მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

“მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას. უამრავი ბავშვია და მოხუცი, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის, არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი”, – აცხადებს მეწყერში მოყოლილი ქალბატონი.

გავრცელებული ინფორმაციით, ღვარცოფმა ადგილამდე მისასვლელი გზა წაიღო.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პაპუნა მარგველაძის თქმით, შემთხვევის ადგილისკენ მიმართება და ამ დროისთვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

 

ფოტო: საქართველოს ამბები

კომენტარები