მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვერანაირმა ცივილიზაციამ ჩვენამდე ვერ მოაღწია” – სოფელ გორდის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

“ვერანაირმა ცივილიზაციამ ჩვენამდე ვერ მოაღწია” – სოფელ გორდის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ხმაური იყო. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მძიმე ინფრასტრუქტურული და სოციალური ფონი გააპროტესტა.

მოსახლეობის თქმით, სოფელს არ აქვს გაზი, სასმელი წყალი, ინტერნეტი, ელექტროენერგია კი შეზღუდვით მიეწოდებათ.

ასევე ადგილობრივების თქმით, სკოლის რეაბილიტაცია წლების წინ დაიწყეს და სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა, ბავშვებს კი განათლების მიღება კი კერძო სახლებში უწევთ.

გორდის მოსახლეობა ასევე, მთის ფერდობზე კარიერის მშენებლობის შესაძლო დაწყებას აპროტესტებს.

“ხონში, სოფელ გორდში, 21-ე საუკუნე ნამდვილად არ არის, აქ ისევ პირველყოფილი თემური წყობილებაა. ვერანაირმა ცივილიზაციამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, ხელისუფლებას კი ჩვენი პრობლემები არ აინტერესებს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები