მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვითხოვთ სუნთქვის უფლებას” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება

“ვითხოვთ სუნთქვის უფლებას” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აგრძელებს. ადგილობრივებმა მუნიციპალური ნაგავსაყრელის შესასვლელი გადაკეტეს.

მოსახლეობა დასახლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებენ.

“ვითხოვთ სუნთქვის უფლებას, აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. საშინელი სუნია, ფანჯრის გაღება ფაქტობრივად ვერც დღისით ხერხდება და ვერც ღამით. ვითხოვთ, რომ ნაგავსაყრელი დაიკეტოს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, მომწამლავი და ტოქსიკური სუნის გამო ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია.

ადგილზე დიდი რაოდენობით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

კომენტარები