მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ვინც “საპატიო ქუთაისელის” სტატუსის მინიჭება მოიფიქრა და გადასცა, ყველა ისეთივე ღორის მიერ ხელდასმული აგენტები ხართ, როგორც ის წვერებში შეფარული შავრაზმელი!”

“ვინც “საპატიო ქუთაისელის” სტატუსის მინიჭება მოიფიქრა და გადასცა, ყველა ისეთივე ღორის მიერ ხელდასმული აგენტები ხართ, როგორც ის წვერებში შეფარული შავრაზმელი!”

ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა გუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ანტიევროპულ გამოსვლებს აპროტესტებს და ქუთაისის მერიას მიმართავს, რომელმაც მეუფე იოანეს „გვირილობის“ დღესასწაულზე „საპატიო ქუთაისელის“ სტატუსი მიანიჭა.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია – ჩემთვის ქუთაისთან და ღირსებასთან გამრეკელს არანაირი კავშირი არ აქვს, ვინც “საპატიო ქუთაისელის” სტატუსის მინიჭება მოიფიქრა, მოიწონა, ხელი მოაწერა და გადასცა, ყველა ისეთივე ღორის მიერ ხელდასმული აგენტები ხართ, როგორც ის წვერებში შეფარული შავრაზმელი!!!

არ გრცხვენიათ მაინც, ნამუსის გრძნობა არ გაწუხებთ მაინც? რა განცხადებებს აკეთებდა მანამდე და ახლაც, მორალურობის ფსკერი გახვრიტეთ უკვე“, – წერს სამოქალაქო აქტივისტი.

მიტროპოლიტმა იოანემ ქადაგებისას განაცხადა, რომ ევროპა “ათეისტური, რასისტური, გარყვნილი და ფაშისტურია”.

კომენტარები