მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვის მოაფიქრდა, რომ ქუთაისში წყალი სკოლის დაწყების წინ გამოერთო, დაუბანელი გავუშვა ხვალ ბავშვი სკოლაში?!”

“ვის მოაფიქრდა, რომ ქუთაისში წყალი სკოლის დაწყების წინ გამოერთო, დაუბანელი გავუშვა ხვალ ბავშვი სკოლაში?!”

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დილიდან აქვს შეწყვეტილი.

ტექნიკური სამუშაოების გამო, 50-მდე ქუჩაზე სასმელი წყლის შეწყვეტამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

“ხვალ სკოლა იწყება და ბავშვი დაუბანელი გავუშვა? აი სკოლის დაწყების წინ, ვის მოაფიქრდა, რომ ქუთაისში წყალი უნდა გამოერთო?!”- წერს სოციალურ ქსელში  ლეილა მარღანია.

ქუთაისში წყალი შემდეგ ქუჩებს არ მიეწოდება: ბოჭორიშვილის ქ, ხორავას, შავგულიძის, გამარჯვების, გველესიანის, ორბელიანის, ბერძენაძის, კაკაბაძის, ნამგალაძის, ჩირაძის, თაყაიშვილის, ნინოშვილის, იმედაძის, სარაჯიშვილის, ზ.გამსახურდიას გამზ, ზესტაფონის ქ, ზუგდიდის ქ, დავითაშვილის, ლორთქიფანიძის, მარჯანიშვილის, ასათიანის, გურიელის, ბარათაშვილის, დუმბაძის, ფიროსმანის, ჩხეიძის, ფხაკაძის, მელიქიშვილის, თორთლაძის, მესხის, ჩიქოვანის, შმიდტის, ილია ჭავჭავაძის გამზ, რუსთაველის გამზ, ვეტერანთა ქ, დია-ჩიანელის ქ, აღმაშენებლის გამზ. N 129, ნიკეას ქ. N 2, აღმაშენებლის გამზ. N 127, ზ.კუხიანიძის ქ, 9 აპრილის ქ. N 1, N 1ა, N 1ბ, N2, N 2ა, N 3, N 5, 9 აპრილის I შეს.

კომენტარები