მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვის უხარია ახალი წელი? ხალხი გაჭირვებულია, რაში ფლანგავს ფულს ქალაქის მერი, მარტო თავის ჯიბეზე ფიქრობს”

“ვის უხარია ახალი წელი? ხალხი გაჭირვებულია, რაში ფლანგავს ფულს ქალაქის მერი, მარტო თავის ჯიბეზე ფიქრობს”

ქუთაისის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხალხს საზეიმო განწყობა არ აქვთ, რადგან ბევრ მოქალაქეს უჭირს და უკეთესი იქნება, თუ მერია ასეთ ადამიანებზე იფიქრებს.

მათივე თქმით, განათება და საახალწლო განწყობა უნდა იყოს ქალაქში, თუმცა იქამდე, მერმა იმ თანამოქალაქეებზე უნდა იზრუნოს, რომელთაც თავის გატანა უჭირთ.

“ვის უხარია ახლა ახალი წელი? ხალხი მოშიებულია, ახალ წელს მაგისთანა ხალხი ქეიფობს და ზეიმობს, თორემ ჩვენ არა, ჩვენ ვერ ვზეიმობთ. რაში ფლანგავს ფულს ქალაქის მერი მაინტერესებს. ხალხი გაჭირვებულია, საერთოდ არ იხედება ჩვენკენ, არ აინტერესებს ხალხი მაგ კაცს, მიღებითაც არ იღებს ხალხს. მარტო თავის ჯიბეზე ფიქრობს, მეტი არაფერზე”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ქუთაისის მერიამ ტენდერი ქალაქის გაფორმებისათვის კონსტრუქციების შესყიდვაზე უკვე გამოაცხადა.

600-მდე ახალი დეკორაციის შეძენა და გადაცემა, გამარჯვებულმა კომპანიამ 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

კომენტარები