მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს”, – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე

“ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს”, – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

ირაკლი შენგელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს საფუძველი ჩაუყარა.

“ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, 2012 წელს მან ხალხთან ერთად, დემოკრატიული ფასეულობებით, არჩევნების გზით, შეცვალა ხელისუფლება და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი შენგელია.

ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია – ყოფილი პრემიერი 67 წლის გახდა.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლი საჩხერის რაიონში, სოფელ ჭორვილაში, 1956 წელს დაიბადა.

კომენტარები