მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზემო იმერეთში მოთოვა

ზემო იმერეთში მოთოვა

ზემო იმერეთში მოთოვა. თოვლს რეგიონში პრობლემები არ შეუქმნია.

მცირედ გათოვდა ტყიბულშიც, სოფელ მუხურის ფოტოებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით 29 მარტიდან 2 აპრილამდე ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას, მდინარეების ადიდებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებს.

საგანგებო განცხადების მიხედვით, რიგ მუნიციპალიტეტებში ღამის საათებში შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურაც დაფიქსირდეს.

მათივე ინფორმაციით, ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.

კომენტარები