მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზესტაფონის თეატრში რეჟისორ ვახტანგ ჯუღელის სპექტაკლ “ანტიგონეს” საპრემიერო ჩვენება გაიმართა

ზესტაფონის თეატრში რეჟისორ ვახტანგ ჯუღელის სპექტაკლ “ანტიგონეს” საპრემიერო ჩვენება გაიმართა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფრანგი დრამატურგის, ჟან ანუის, პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის “ანტიგონეს“ პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლი რეჟისორმა, თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ჯუღელმა დადგა.

სპექტაკლში მთავარი საკვლევი ობიექტი ადამიანია, როგორც სამყაროს ცენტრი. რეჟისორი მაყურებელს იმ უმნიშვნელოვანესი ფასეულობების შესახებ დააფიქრებს, რომელთა შორის არჩევა მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიწევს. რა არის თავისუფლება და ღირსება და არის თუ არა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი? ანტიგონე, რომელიც სრულიად მარტო უნდა დაუპირისპირდეს მთელ სამყაროს და ბიძა-მეფე კრეონს და თაობებისთვის თავგანწირვის მაგალითად იქცეს, მორალური პრინციპებისთვის ბრძოლაში სიკვდილსაც კი არ უშინდება.

“ანტიგონეს” პრემიერის შემდეგ, პირველი  აპრილიდან, ზესტაფონის თეატრი “თეატრალურ კვირეულს“ უმასპინძლებს. ამ თეატრალურ დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქისა და რეგიონული თეატრები.

კომენტარები