მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონში, მერიის შენობის წინ მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

ზესტაფონში, მერიის შენობის წინ მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

ზესტაფონში, მერიის შენობის წინ მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო. ფატიმა ხიჯაკაძე აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობის გამო მას სახლი ენგრევა და ყურადღებას არავინ აქცევს.

60 წლის ქალი ამბობს, რომ მარტო ცხოვრობს და ნებისმიერ წუთს შეიძლება ნანგრევებს ქვეშ აღმოჩნდეს. ავტობანის მშენებელმა კომპანიამ მას დახმარებაზე უარი უთხრა.

ფატიმა ხიჯაკაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან სახლის დაზიანების გამო კომპენსაციას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის დაწვით იმუქრება.

კომენტარები