მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონში მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაამზადეს

ზესტაფონში მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაამზადეს

ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაამზადეს.

საკუთარი ხელით დამზადებული სახლები მიუსაფარი ცხოველებისთვის, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მეოთხე სკოლის მოსწავლეებმა დადგეს.

როგორც მეოთხე სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სკოლა ჩართულია ევროსაბჭოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში – “დემოკრატია იწყება სკოლიდან” რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დამზადება.

პროექტის ავტორი კი ორი მოსწავლე – ელენე ნოზაძე და ლუკა გოქსაძე არიან.

მოსწავლეები უახლოეს მომავალში ისევ გეგმავენ ახალი სახლების დამზადებას მიუსაფრებისთვის.

კომენტარები