მთავარიახალი ამბები

“თეატრალური იმერეთი 2023“-ის გრანპრის მფლობელი ტყიბულის სახალხო თეატრია

“თეატრალური იმერეთი 2023“-ის გრანპრის მფლობელი ტყიბულის სახალხო თეატრია

საერთაშორისო  ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2023“-ის გრანპრის მფლობელი ტყიბულის სახალხო თეატრია. რეჟისორ მარიამ სიხარულიძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა “უსამშობლო კაცი” ფესტივალზე აღიარება მოიპოვა.

ასევე ფესტივალის 14-ე სეზონის დახურვის ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები და მსახიობები გამოვლინდა.

საუკეთესო სპექტაკლი – “უსამშობლო კაცი“ რეჟისორი მარიამ სიხარულიძე (ტყიბულის სახალხო თეატრი)

საუკეთესო რეჟისურა – რეჟისორი ირინე ჩხეიძე “დოდოს მოლოდინი“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)

საუკეთესო სცენოგრაფია – მამუკა ტყეშელაშვილი “სამანიშვილის დედინაცვალი“ (წყალტუბოს სახალხო თეატრი) და “ბინა“ (ბაღდათის სახალხო თეატრი)

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – “ვალი“ (ვანის სახალხო თეატრი)

ქალის მთავარი როლი – ირინე ჩხეიძე “დოდოს მოლოდინი“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)

მამაკაცის მთავარი როლი – გიგა ბუბუტეიშვილი “ვალი“ (ვანის სახალხო თეატრი)

საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი – გიგა აბულაძე “თორმეტი განრისხებული მამაკაცი“( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)

საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი – ლიზი მეფარიძე “ფაბრიკის გოგონები“ (თერჯოლის სახალხო თეატრი)

ქალის ეპიზოდური როლი – მარიამ მელაძე “მერე რა რომ სველია სველი იასამანი”( ხონის სახალხო თეატრი)

საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი – ზურაბ ყურაშვილი “სამანიშვილის დედინაცვალი“(წყალტუბოს სახალხო თეატრი)

ფესტივალის აღმოჩენა – საჩხერის სახალხო თეატრი “მრგვალი და მახვილი თავები“

ჟიურის სპეციალური პრიზი – სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი “თორმეტი განრისხებული მამაკაცი“.

საერთაშორისო ფესტივალზე მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 15 სპექტაკლი, მათ შორის ქართველ მაყურებელს საკუთარი შემოქმედება გააცნეს იტალიის, ქალაქ ნეაპოლის ექსპერიმენტული და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრებმა.

კომენტარები