მთავარიახალი ამბებიიმერეთი

თედო მესხი – “ქართული ოცნება” ქუთაისის მტერია

თედო მესხი – “ქართული ოცნება” ქუთაისის მტერია

“ქართული ოცნება” ქუთაისის მტერია”, – ამ  შინაარსის პოსტერი ქუთაისის საკრებულოს წევრმა თედო მესხმა ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის კუთვნილ ადგილზე დადო.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ქალაქი ადამიანებისგან იცლება.

“ამ ქალაქში ცხოვრობდა 153 000 ადამიანი და დღეს 120 000-იც არ დარჩა. იმ პარტიის წარმომადგენლები ვართ, რომლებმაც ამ ქალაქში ააშენა პარლამენტი, აღადგინა ბაგრატის ტაძარი და თქვენ დროს ეს ქალაქში დაიქცა. ქუთაისი იცლება. კარგი ცხოვრება რომ არის მაგიტომ მიდის ეს ხალხი?  მე ვარ ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, კლასი დავამთავრეთ 35-მა მოსწავლემ დღეს კი  საქართველოში დარჩენილი ვართ 10 ადამიანი, დანარჩენმა ქვეყანა დატოვა, “ქართული ოცნება” ქუთაისის მტერია”, – მიმართა ენმ-ის დეპუტატმა თედო მესხმა უმრავლესობის წევრებს.

კომენტარები