მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები დაკრძალეს

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები დაკრძალეს

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები ჭიათურაში დღეს დაკრძალეს.

მდინარე ძუსაში შაბათს 4 ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანახულებლად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

ერთ-ერთ მათგანს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დახმარების მიზნით, მდინარეში მისი თანმხლები პირებიც ჩავიდნენ. სანაპიროზე დარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელმაც 112-ში დარეკა.

მაშველებმა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად, მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს.

შემთხვევის შედეგად ჭიათურის პირველი სკოლის სამი მოსწავლე და ერთ-ერთის მამა დაიღუპა.

კომენტარები