მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლაში ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა

თერჯოლაში ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა

თერჯოლაში, მაღაზია “მაგნიტში” ქმარი ყოფილი ცოლი მოკლა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრა მამაკაცმა მეუღლეს, რომელიც მაღაზიაში იყო დასაქმებული, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

მომხდარის შედეგად დაშავებულია თავად თავდამსხმელიც.

არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომლებიც ქალის გადარჩენას ცდილობდნენ.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები