მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თვრინი – სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

თვრინი – სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

თვრინი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (კლდეეთის თემი). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 220 მეტრი, ზესტაფონიდან 5 კილომეტრი.

სოფელი თვრინი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში.

სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი გალავნითა და საცხოვრებელი ნაგებობებით. შემორჩენილია ციხის აგურის თაღოვანი დიდი დარბაზი და წყარო. ციხე მეცნიერულად შეუსწავლელია.

ციხესა და მის შემოგარენში ნაპოვნი ისტორიული ნივთები ინახება ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხოლო თუჯის ერთი ჭურვი კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

სოფელშია ასევე XIX საუკუნის ეკლესია.

კომენტარები