მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ? ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად”

“თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ? ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად”

თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია, – ასე ეხმაურება ლევან მურუსიძე დასანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.

“უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა. ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. რა ვიცი ეხლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ეხლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია…

არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, ხო? ხოდა, რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება, სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი… კაცად დავიბადე, არც ჩემი ღირსება… მიმაჩნია, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ეხლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა”, – აცხადებს მურუსიძე “მთავართან”.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

“დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – აღნიშნულია  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

კომენტარები