მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ, ანგრევენ ჩვენს სახლებს, თქვენ ისევ გძინავთ, ჩვენ დაძინებას არ ვაპირებთ”

“თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ, ანგრევენ ჩვენს სახლებს, თქვენ ისევ გძინავთ, ჩვენ დაძინებას არ ვაპირებთ”

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსს არ განიხილავს.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების ადგილი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ არა მინსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუს ხალხს მიმართა და მოუწოდა, გამოფხიზლდნენ, ახსოვდეთ, რომ უკრაინა მათი მეზობელია.

“ბელარუსის ტერიტორიიდან, რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინის მიმართულებით რაკეტებს ისვრის, თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ, ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მამებისა და ბაბუების მიერ იყო აშენებული.

თქვენ დღეს წყვეტთ, ვინ ხართ და ვინ უნდა იყოთ მომავალში. შვილებს, მეგობრებს და მეზობლებს თვალებში როგორ ჩახედავთ. გახსოვდეთ, რომ ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები, თქვენი მეზობლები ვართ. იყავით ბელარუსი და ბელარუსები და არა რუსეთი. ეს გადაწყვეტილება თქვენ დღეს, ზუსტად ახლა უნდა მიიღოთ. ომის დასასრულებლად, რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის გასამართ მოლაპარკებებზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და დიალოგის გასამართ ადგილად თქვენს დედაქალაქს მინსკს ასახელებენ.

ეს ადგილი მოლაპარაკებების ცენტრად ჩვენ არ აგვირჩევია, არც თქვენ. ეს ადგილი რუსებმა აირჩიეს. ზუსტად 4 დღის წინ ბელარუსიდან უკრაინის მისამართით რაკეტები, ვერტმფრენები, ტანკები და ბომბდამშენები გამოუშვეს, რომლებმაც ჩვენი სახლები დაანგრიეს.

ვიღაცას ზუსტად იუმორის ისეთი გრძნობა აღმოაჩნდა როგორც ეს 1941 წელს ჰქონდათ. უკრაინელებმა გამოვიღვიძეთ, თუმცა თქვენ ბელარუსებს ისევ გძინავთ. ჩვენ დაძინებას არ ვაპირებთ, რადგან ვიბრძვით ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ნებისმიერ ადგილას ჩავალთ სასაუბროდ, ოღონდ არა მინსკში. მნიშვნელობა არ აქვს სად, ოღონდ არა მინსკი“, – აცხადებს ზელენსკი.

პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინის მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ბელარუსში ჩავიდა.

კომენტარები