მთავარიახალი ამბებისლაიდი

“იბომბება ქუჩები, კორპუსები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები”- უკრაინიდან ქუთაისში მგზავრები ჩამოვიდნენ

“იბომბება ქუჩები, კორპუსები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები”- უკრაინიდან ქუთაისში მგზავრები ჩამოვიდნენ

უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კრაკოვიდან დღეს მორიგი რეისი შესრულდა.

თვითმფრინავში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოში დროებით ახლობლებთან ჩამოვიდნენ.

“იბომბება ქუჩები, კორპუსები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები. უმძიმესი მდგომარეობა. ერთი კვირა სარდაფში ვიყავით, საშინელი მდგომარეობაა. პოლონეთის საზღვარზე ერთი კვირა ვიყავით”, – გვიყვება ომში მყოფი ქვეყნიდან დაბრუნებული იზოლდა ჭელიძე.

მე-20 დღეა, უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები