მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იერუსალიმის საპატრიარქოში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა

იერუსალიმის საპატრიარქოში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა

ისრაელში, იერუსალიმის საპატრიარქოში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა.

წმინდა ქალაქ იერუსალიმის და სრულიად პალესტინის, სირიის, არაბეთის, იორდანიის, გალილეის კანისა და წმინდა სიონის პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი კირ თეოფილოს მესამის სურვილით, იერუსალიმის საპატრიარქოში, ქრისტეს ქანდაკების გვერდით,  შოთა რუსთაველის ბიუსტი განთავსდა.

რუსთაველის  ბიუსტი ქუთაისის საპატიო მოქალაქის, ნაზარიშვილის კლინიკის დირექტორის, ისრაელის საერთაშორისო ორგანიზაცია “გულთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტისა და ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკის საპატიო გასაღების მფლობელის მერაბ კვიცარიძის დაფინანსებით დაიდგა.

პროექტის ორგანიზატორია ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ქართული კულტურის ამაგდარი მერაბ მიხაელი, მხარდამჭერი კი – ქართული კულტურის დესპანი ისრაელში რობერტ ადარი.

ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.

შოთა რუსთაველის  ბიუსტის დადგმა იერუსალიმში, ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა.

კომენტარები