მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ივანიშვილის ოფშორების კანონიც პირველი მოსმენით უკვე მიიღეს”

“ივანიშვილის ოფშორების კანონიც პირველი მოსმენით უკვე მიიღეს”

ივანიშვილის ოფშორების კანონიც პირველი მოსმენით უკვე მიიღეს და მეორე მოსმენასაც დღეს აპირებენ! – წერს “ევროოპტიმისტების” დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი კიდევ ერთი კანონპროექტ დააინიცირა, რომლითაც, როგორც დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება  დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა, ვიხილოთ საქართველოში, რაც ბუნებრივად გადაუკეტავს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და დასავლეთს იძულებულს გახდის, დაასანქციროს საბანკო-საფინანსო სისტემა.

კომენტარები