მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმედა კლდიაშვილის 7-დღიანი პატიმრობის ვადა ხვალ იწურება

იმედა კლდიაშვილის 7-დღიანი პატიმრობის ვადა ხვალ იწურება

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრის და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატის იმედა კლდიაშვილის 7-დღიანი პატიმრობის ვადა ხვალ იწურება.

იმედა კლდიაშვილი 12 ნოემბერს სუს-ის შენობის ბლოკირებისას დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

14 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რადგან მას მსგავსი კანონდარღვევა ერთხელ უკვე ჰქონდა ჩადენილი.

კომენტარები