მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Infoimereti.ge-ს საახალწლო ნომინაციები

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Infoimereti.ge-ს საახალწლო ნომინაციები

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Infoimereti.ge გილოცავთ ახალ 2023 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომლებიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.

წლის იმედების გამართლება – ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე.

წლის დაუსრულებელი პროექტი – თანამედროვე სტანდარტის მქონე აუზის მშენებლობა ქუთაისში.

წლის ტყუილი – ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა.

წლის სოლიდარობა – ქუთაისში სასწრაფოს სამსახურის ხელმძღვანელის მაია რუხაძის გათავისუფლების შემდეგ, თანამშრომლების მიერ გამართული მხარდასაჭერი აქცია.

წლის “ძლივს გვეღირსა” დასრულება – აღმაშენებლის გამზირი.

წლის ფრაზა – “ვარკვევ”, “ჩემს საქმეში ნუ ერევი”, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი სალომე ჩინჩალაძე.

წლის მიწვევა ფრაზით – “ბარემ აქვე დავწერ”- dmo-იმერეთის ხელმძღვანელის მარი დევიძის მიერ მედიის წარმომადგენლის დაპატიჟება ღონისძიებაზე.

წლის ტრადიცია – რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში.

წლის აქცია- პერფორმანსი – პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წარმომადგენლების მიერ ჩემოდნების აქცია.

წლის წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტი – ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია.

წლის აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი “სოხუმი”.

წლის ხმაურიანი დაპირება – ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულების გაორმაგება.

წლის გაოცება – ქუთაისის საკრებულოში “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის კობა გურულის მიერ ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერა.

წლის დასჯა – პარტია “საქართველოდან” ნინო ჩიკვაშვილის გარიცხვა.

წლის პოლიტიკური დასჯა – ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბესიკ ბრეგაძის უფლებამოსილების შეჩერება.

წლის ემიგრანტი – გოგი წულაია, გიგა შუშანია, ბესიკ ბრეგაძე.

წლის ძარცვა – ქუთაისში საქართველოს ბანკზე” განხორციელებული თავდასხმა.

წლის ჯარიმა – “ევროპა ჩვენი სახლიას” მიერ ქუთაისში გაკრული სტიკერები “რუსეთი ოკუპანტიას” გამო მათი დაჯარიმება.

წლის ისტორიის განადგურება – გელათის მონასტერში არსებული მდგომარეობა.

წლის დუმილი – ქუთაისის ეპარქია გელათის მოვლენებზე.

წლის დაპირება – წყალტუბოს აღორძინების გეგმა.

წლის გასაიდუმლოებული ვიზიტები – კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ქუთაისში სტუმრობა.

წლის რეკორდი – ქუთაისში 20-მდე მაღაზიის ერთ ღამეში გაქურდვა.

წლის გამბედაობა – ქუთაისში, პოლიციის შენობის წინ მაღაზიის გაქურდვა.

წლის წარმატება – ისტორიაში მეხუთედ ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

წლის ჯილდო – ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგება.

წლის ანტიდასავლური და ანტიევროპული სტატუსი – მესხიშვილის თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის სტატუსი ევროპაზე.

წლის ურჩი მსახიობი – ანა კოხრეიძე.

წლის გაურკვევლობა – ნამოხვანჰესის მშენებლობის პროექტი.

წლის სტუმრები – ქუთაისში 200-მდე ბლოგერის სტუმრობა.

წლის უიღბლო – ქუთაისში მესხიშვილის თეატრის შენობის თავზე აღმართული დროშა.

წლის აუხდენელი ოცნება – რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია.

წლის წახალისება – ლიდერი ქალების გამოვლენა და მათი დასახელება.

წლის ღონისძიება – ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა და ხანდაზმული მოხუცებისათვის საშობაო საღამოს მოწყობა.

წლის მიტოვებული შენობები – პარლამენტი და მთავრობის სახლის შენობები.

წლის მთავარი იმედი – ქუთაისი ისევ გახდება საპარლამენტო ქალაქი.

კომენტარები