მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“იმერეთის გუბერნატორის მოადგილე 5 უძრავ ქონებას და მეუღლის სამეწარმეო საქმიანობას მალავს”

“იმერეთის გუბერნატორის მოადგილე 5 უძრავ ქონებას და მეუღლის სამეწარმეო საქმიანობას მალავს”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ ლევან სანიკიძემ 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე 101 კვ.მ. მშენებარე ბინას ფლობს.

ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, ნათია თოდუა ფლობს 215 კვ.მ. ბინას () და დამხმარე 201 კვ.მ. ფართს თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე; 164 კვ.მ. მშენებარე ობიექტს ბაკურიანში, წაქაძის ქუჩაზე და 100 კვ.მ. ბინას ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე. სანიკიძემ დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა, რომ მეუღლე ნათია თოდუა არის:

● შპს “დინას” 50% წილის მფლობელი და დირექტორი

● შპს “ევრო-ტექ კონსტრაქშენი” 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ შპს “დინა” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, 2011 წლიდან დღემდე კომპანიამ 100 ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 35,434,576 ლარი შეადგინა, 7 გამარტივებული შესყიდვიდან კი შპს “დინამ” 24,451 ლარი მიიღო. კომპანიის ძირითადი შემსყიდველები არიან
“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” და სს “საქართველოს რკინიგზა”.

ბოლო 9 ტენდერი შპს “დინამ” მას შემდეგ მოიგო, რაც ლევან სანიკიძე ჯერ ქუთაისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გახდა (2021), ხოლო შემდეგ – სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე (2022). ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 6,127,770 ლარია და მათი უმეტესობა კომპანიამ კონკურენციის გარეშე მოიგო.

კომენტარები