მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“იმერეთში ინვესტიციები განახევრებულია, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში კი ვითარება უფრო დამძიმდება”

“იმერეთში ინვესტიციები განახევრებულია, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში კი ვითარება უფრო დამძიმდება”

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წელს 24%-ით შემცირდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კიდევ უფრო მძიმეა სურათი იმერეთის რეგიონში, სადაც “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ინვესტიციები განახევრებულია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის უმუშევრობასა და დასაქმებულების შემცირებაზე.

“2023 წელს მთელ ქვეყანაში 24%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, იმერეთში კი 2012-2023 წლებში ინვესტიციები განახევრებულია. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ვითარება უფრო დამძიმდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობაზე აისახება”, – განაცხადა ცამციშვილმა.

კომენტარები