მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში კორონავირუსი კიდევ 3 281 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში კორონავირუსი კიდევ 3 281 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსი 3 281 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 257 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 406, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 68 392 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 13 245 პირი, გარდაიცვალა 53 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%

კომენტარები