მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში ოთხდღიანი სტიქიის შედეგად ზარალი 8 100 000 ლარს შეადგენს

იმერეთში ოთხდღიანი სტიქიის შედეგად ზარალი 8 100 000 ლარს შეადგენს

იმერეთში ოთხდღიანი სტიქიის შედეგად ზარალი პირველადი მონაცემებით 8 100 000 ლარს შეადგენს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, ზარალის რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიძლება ისევ გაიზარდოს.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად 1145 შენობა დაზიანდა.

“როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში კერძოდ იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში სტიქია იყო, რომელმაც დააზარალა მოსახლეობა, სამწუხაროდ გვყავს ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული.

ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ გარკვეული მიმართულებით ზარალის ანაზღაურება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ის შენობა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა არ იქნება დახურული”, – განაცხადა შალამბერიძემ.

კომენტარები