მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში საავადმყოფოებში 79 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

იმერეთში საავადმყოფოებში 79 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსი 12 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 79 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 5 489 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 281 პირი, გარდაიცვალა 6 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.95%.

 

კომენტარები